სასამართლო მეცნიერებათა აკადემია დაფუძნდა 2014 წელს. საქართველოს სასამართლო მეცნიერებათა აკადემია არისარასამეწარმეო იურიდიული პირია (არასამთავრობო ორგანიზაცია), რომლის მიზანია ხელი შეუწყოთ სასამართლო მეცნიერების განვითარებას საქართველოში.

სასამართლო მეცნიერებათა აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან სასამართლო მეცნიერებათა ორგანიზაციებთან.

მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში, ვორქ-შოპებსა და ფორუმებში.

ჩვენი აკადემია დაკომპლექტებულია სასამართლო მეცნიერებებში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტებით, რაც ხელს უწყობს სასამართლო მეცნიერების განვითარებას და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირს.

ჩვენი ორგანიზაცია გამუდმებით ზრუნავს მომავალი თაობის განათლებაზე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და დავუტოვოთ ღირსეული საუნჯე ჩვენს მომავალ თაობას.