IMGP1143 copy

დავით ხომერიკი 

დავით ომერიკი (დაბადებული 1960 წლის 1 დეკემბერს) არის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარი ექსპერტი. აქვს საექსპერტო მუშაობის 28 წლის გამოცდილება. 1988-1995 წლებში იგი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის (უშტატო) ექსპერტი. 1995-2005 წლებში საქარტველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო მთავარი სამმართველოს სახანძრო კვლევების ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი. 2005 წლიდან დღემდე საქართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სახანძრო კვლევების ქვეგანყოფილების უფროსი. გარდა ამისა დავით ხომერიკი არის ლითონების სტრუქურების სხვადასხვა მეოდებით კვლევების სპეციალისტი, როგორიცაა მეტალოგრაფია, რენტგენო-სტრუქტურული, მასკანირებელი და გამჭოლი ელექტრონული მიკროსკოპიის მეთოდები. 2002-2009 წლებში იგი იყო ხანძრის გამომძიებელთა საერთაშორისო  ასოციაციის (IAAI) წევრი, 2007-2015 წლებში ამერიკის სასამართლო მეცნიერებათა აკადემიის (AAFS) ნამდვილი წევრი, 2011 წლიდან დღემდე იგი არის მეცნიერებების განვითარების ამერიკული ასოციაციის თავისუფალი წევრი (AAAS).. 2012 წლიდან დღემდე იგი არის ხმელთაშუაზღვის ქვეყნების  სასამართლო მეცნიერებათა აკადემიის (MAFS) ბორდის კომიტეტის წევრი. 2015 წლიდან დღემდე იგი არის ექსპერტ ქალთა მსოფლიო ასოციაციის (WAWFE) საპატიო წევრი. 2012 წლიდან იგი შესულია ეუთოს პოლიციის ექსპერტთა მონაცემთა ბაზაში.

 

guram rostiashvili

გურამ როსტიაშვილი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

დაიბადა 1981 წლის 21 ნოემბერს თბილისში. 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, მიენიჭა ექსპერტ ქიმიკოსის კვალიფიკაცია და ბაკალავრის ხარისხი. 2002 – 2003 წ.წ. მუშაობდა შ.ს.ს. სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტში პოლიციელად. 2004 – 2006 წ.წ. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ქიმიური ექსპერტიზის განყოფილებაში სტაჟიორად, შემდეგ ექსპერტის თანამდებობაზე (ბოჭკოვანი მასალებისა და მათი ნაკეთობების ექსპერტიზა). 2006 – 2008 წ.წ. იყო შ.ს.ს. საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტი, შემდეგ დაქტილოსკოპიური კვლევისა და კარტოთეკის ექსპერტი. 2007 წელს გავლილი აქვს შ.ს.ს აკადემიაში კრიმინალისტის თეორიული და პრაქტიკული მომზადების კურსი. სერთიფიცირებულია Forensic Science Consulting & Technical Assistance მიერ Case Documentation Seminar და Evidence Packaging Seminar-ში. 2008 წლიდან დღემდე არის არასამეწარმეო იურიდიულ პირის საქართველოს დამოუკიდებელ საექსპერტო კვლევით ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2011 წელს ამთავრებს გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს, სისხლის სამართალი და სისხლის სამართლის პროცესი, ენიჭება იურისტის კვალიფიკაცია და მაგისტრის ხარისხი. 2012-2013 სასწავლო წლიდან არის გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში, კრიმინალისტიკის სკოლის პედაგოგი (მიწვეული სპეციალისტი), მიჰყავს სალექციო კურსი დაქტილოსკოპიასა და სასამართლო ფოტოგრაფიაში. 2014 წლიდან არჩეულ იქნა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სასამართლო მეცნიერებების ასოცირებულ პროფესორად. გამოქვეყნებული აქვს სამი სამეცნიერო ნაშრომიმშობლიური ენის გარდა ფლობს რუსულ და ინგლისურ ენას.

 

1

გია დეკანოზიშვილი

სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, სადისერტაციო საბჭოს წევრი, კრიმინალისტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

დაიბადა 1962 წლის 18 თებერვალს თბილისში. 1984 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის, თანამედროვე ტექნოლოგიების ინჟინერ-პედაგოგის კვალიფიკაცია. 1984 წლიდან მუშაობს ქ. თბილისში 38-ე ტექნიკურ სასწავლებელში წარმოების უფროსად, კითხულობს ლექციებს ინფორმატიკასა და თანამედროვე ტექნოლოგიებში. 1986 წლიდან, 1992 წლამდე მუშაობს ქ. თბილისში სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სპეც. ელექტრო ტექნოლოგიების კათედრაზე, მეცნიერ თანამშრომლის, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე, დანერგილი აქვს თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიები. 1989 წლიდან 1992 წლამდე არის უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის, ე. ო. პატონის სახელობის ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი, სპეც. ელექტრო ტექნოლოგიების ექსპერტი. 1992 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრში სპეციალური ოპერატიული ტექნიკის მასწავლებლის, შემდეგ უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე, ამავე პერიოდში მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. 2001 წელს ამთავრებს პოლიციის აკადემიას ენიჭება იურისტის კვალიფიკაცია, რის შემდეგ, 2005 წლამდე აგრძელებს მუშაობას შსს პოლიციის აკადემიის კრიმინალისტიკის უფროს მასწავლებლად; 2005-2006 წ. შსს გლდანი ნაძალადევის სამმართველოს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი, საგამოძიებოს უფროსი; 2006-2007 წლის 7 ნოემბრამდე შსს კრიმინალისტიკის მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე; სერთიფიცირებულია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI), ამერიკის სახელწიფო უსაფრთხოების (DTRA) და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) შემდეგი სერთიფიკატებით: Basic Crime investigation Training of Trainers Course – კრიმინალური გამოძიების მასწავლებლი; Advanced Crime investigation Training of Trainers Course – კრიმინალური გამოძიების მასწავლებლის ძირითადი კურსი; Field Training Officers Training of Trainers Course – კრიმინალური გამოძიების მასწავლებლის აღმზრდელი (ტრეინერი); Department of Defense threat reduction agency & Federal Bureau of Investigation WMD Criminal investigations Course  – განსაკუთრებულ საქმეთა გამოძიების კურსი; Federal Bureau of Investigation Laboratory Division- კრიმინალისტ სპეციალისტის კურსი; 1999 წლიდან მუშაობს გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში კრიმინალისტიკის სასწავლო კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელად, იურიდიული სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე მიჰყავს სალექციო კურსი კრიმინალისტიკაში და გამოძიების მეთოდოლოგიაში; 2009 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: “დაკითხვის თანამედროვე პრობლემები სისხლის სამართალწარმოებაში და კრიმინალისტიკაში”. არის ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2008 წლიდან – მიწვეული პროფესორი ქართულ ამერიკულ, ბრიტანულ და კავკასიის უნივერსიტეტების სამართლის სკოლაში; 2010 წლიდან დღემდე არის მიწვეული პროფესორი ამერიკის იურისტთა ასოციაციაში „American Bar Association Rule of Law Initiative“ – მონაწილეობას ღებულობს საქართველოს იურისტების გადამზადებაში კრიმინალისტიკის მიმართულებით, რისთვისაც მიღებული აქვს მადლობის სერთიფიკატი „American Bar Association Rule of Law Initiative-for his time, effort and instruction of Georgian Defense Lawyers in Forensics / Expert Witnesses“. გამოქვეყნებული აქვს 15 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია. მშობლიური ენის გარდა კარგად ფლობს რუსულ და გერმანულ ენას.

 

vano1

ვანო ბოლქვაძე

დაიბადა 1972 წლის 5 იანვარს ქ. ოზურგეთში. 1988 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1994 წელს და მიენიჭა “ინჟინერ-ქიმიკოს მკვლევარის” კვალიფიკაცია.
1995-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზესუფთა მანგანუმისა და მისი ნაერთების პრობლემურ ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.
1997 წლს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთვრა 2001 წელს სპეციალობით – სამართალმცოდნე და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1998 წლიდან მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2003 და 2006 წლებში მიღებული აქვს შს მინისტრის მადლობის სიგელი.  2002 და 2003 წლებში მიღებულის აქვს სპეციალური განათლება “ტერორისტულ დანაშაულის გამოძიება” და “მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიების მართვის” კურსი. მიღებული აქვს სპეციალური მოწმობა, რომლითაც უფლება აქვს დამოუკიდებლად აწარმოოს დაქტილოსკოპიური, ქიმიური, ბალისტიკური ექსპერტიზები და გამოკვლევები. მუშაობდა ექსპერტ–კრიმინალისტის (1998-2004), ჯგუფის უფროსის (2005), ქვეგანყოფილების უფროსის(2006), სამსახურის უფროსის მოადგილის (2007) , მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის (2007-2009), მთავარი ექსპერტის (2009–2012), განყოფილების უფროსის (2012-1013) თანამდებობებზე.
2013 წლის აგვისტოდან დღემდე მუშაობს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე.

2006 წელს მისი თანაავტორობით გამოიცა მეთოდური ნაშრომები: “შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კვალთა აღმოჩენის, ამოღების და დაფიქსირების წესები” და “აფეთქების ადგილის გამოკვლევა”. 2009 წელს კი მისი ავტორობით გამოიცა წიგნი “კრიმინალისტიკა – შემთხვევის ადგილის დათვალიერება”. ამჟამად მუშაობს თემაზე: “სასამართლო ექსპერტიზის პროცესუალური და ორგანიზაციული პრობლემები საქართველოში” და გამოსაცემად ამზადებს წიგნს: “სასამართლო ბალისტიკა – ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის საექსპერტო კვლევის მეთოდები”.

 

nino nadareishvili

ნინო ნადარეიშვილი

დაიბადა 1963 წლის 3 სექტემბერს. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი (მაგისტრატურა). 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (მაგისტრატურა). ამჟამად მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.   არის ნარკოტიკებისკვლევის განყოფილების უფროსი. მიღებული აქვს მონაწილეობა: ალექსანდრიაში (აშშ) 1997 წელს ნარკოტიკების იდენტიფიკაციის საეთაშორისო სემინარში (დეას პროგრამით), ნეტუნოში (იტალია) 2006 წელს საექსპერტო მეცნიერებების საერთაშორისო  სწავლების პროგრამაში, თბილისში (საქართველო) 2008 წელს კავკასიის სამხრეთ ქვეყნებისათვის საექსპერტო მეცნიერებების საერთაშორისო სიმპოზიუმში  და ჰოლანდია, გერმანია და ავსტრია 2009 წელს  ავკასიის სამხრეთ ქვეყნებისათვის საექსპერტო მეცნიერებების საერთაშორისო პროგრამაში.